მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი  ტრანზიტის ზრდას და საქართველოსთან ახალი სასაზღვრო პუნქტის გახსნას გეგმავს

აზერბაიჯანი - საქართველო

2024-26 წლებში აზერბაიჯანი ტრანზიტული ტვირთბრუნვის 27%-იან ზრდას გეგმავს. სააგენტო Trend-ის ინფორმაციით, აღნიშნულს 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, რომელიც პრეზიდენტმა ალიევმა დღეს დაამტკიცა.

კერძოდ, თუ 2022 წელს, აზერბაიჯანის გავლით, 10.7 მლნ ტონა ტრანზიტული ტვირთის გადატანა მოხდა, 2024 - 2026 წლებისთვის სამიზნე მაჩვენებლად 13.6 მლნ ტონა განისაზღვრა.

ამავე დოკუმენტში საუბარია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დამატებით სასაზღვრო - გამშვები პუნქტების აშენებაზე, თუმცა კონკრეტულად სად, დაზუსტებული არ არის.

დოკუმენტში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზეც არის საუბარი. კერძოდ, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის და ტრანზიტული ტვირთბრუნვის სტიმულირებისთვის, დაგეგმილია ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში 4 სარკინიგზო ხაზის და საკონტეინერო ტერმინალის აშენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები