მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თითქმის, ერთი თვეა, ქართული ტვირთი აზერბაიჯანის პორტშია "გაჭედილი" - პაატა ცაგარეიშვილი

ბაქოს პორტი

13 აგვისტოს დატვირთული მინერალური წყალი თითქმის, ერთი თვეა აზერბაიჯანის ნავსადგურში დგას და ბორანზე გადასვლას ელოდება. ამის შესახებ BMG-სთან სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი აცხადებს. მისი თქმით, თითქმის, ერთი თვეა, ქართული საექსპორტო ტვირთი მეზობელ ალთაის პორტშია „გაჭედილი“.

„გადამზიდავებთან მქონდა საუბარი და დამიდასტურეს, რომ 13 აგვისტოს დატვირთული მინერალური წყალი დღესაც აზერბაიჯანის ნავსადგურში დგას. ერთი თვე გავიდა თითქმის. როდის გადავა ის ბორანზე და როდის ჩავა უზბეკეთის საბოლოო წერტილში ალბათ, თვენახევარი-ორი თვე დასჭირდება. მერწმუნეთ, ასეთ პირობებში, როდესაც ტვირთმფლობელებს ორთვიანი გადაზიდვა უწევს, ის მეორედ შუა დერეფნით აღარ წაიღებს ტვირთნაკადს.

წარმოიდგინეთ, ერთი თვე ჩვენი ვაგონი ვერ შედის ალიათის საპორტო ნავსადგურში. არადა, ერთი-ორი კვირის წინ, როდესაც აზერბაიჯანიდან შემოსული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში "გაიჭედა", მთელი ამბავი მოჰყვა. ანუ რეაგირების მომენტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - აცხადებს ცაგარეიშვილი BMG-სთან.

კითხვაზე, თუ რა არის შეფერხების მიზეზი, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

„მაგალითად, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ რატომღაც, პრივილეგია თავის ტვირთებს უნდა მისცეს და იმ პირობებში, რომ გარკვეულწილად, სამხრეთ მიმართულებით, ირანიდან ტვირთები გადაიკეტა, ტვირთნაკადი მოაწყდა. ახლა პრივილეგია თავიანთ ტვირთებს აქვს - იქ შაქარია, ნავთობპროდუქტებია და საბორნე გადაზიდვებს უთმობენ, მაგრამ ქართული ტვირთები მუხრუჭდება. არადა, ასეთ დროს, წესით, რიგითობა უნდა იყოს დაცული და არანაირი პრივილეგია. არც ის არის დასამალი, რომ არსებობს არაოფიციალური გადასახადები და ესეც ნეგატიური ფაქტორია. ეს დეტალია, მაგრამ ამ დეტალებისგან შედგება დერეფნის ფუნქციონირება“ - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები