მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანიდან დაიძრა მატარებელი, რომელმაც საწვავი საქართველოს გავლით სომხეთში უნდა ჩაიტანოს

მატარებელი ვაგონი ბენზინი საწვავი ნავთობი

აზერბაიჯანიდან საწვავით დატვირთული პირველი სარკინიგზო შემადგენლობა დაიძრა, რომელმაც ტვირთი საქართველოს გავლით სომხეთში უნდა ჩაიტანოს. აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს ინფორმაციით, სარკინიგზო შემადგენლობა სომხეთისკენ მიემართება დღეს დაიძრა

შემადგენლობას 1220 ტონა 95 მარკის ბენზინი გადააქვს და ის 22 ვაგონისგან შედგება. საქართველო აღნიშნულ ტვირთს მოსაკრებლის გარეშე გაატარებს, რის შესახებაც მთავრობამ განკარგულება 8 დეკემბერს გამოსცა. საერთო ჯამში საქართველო საგამონაკლისო წესით 2600 ტონა აზერბაიჯანულ საწვავს მოსაკრებლის გარეშე გაატარებს სომხეთში.

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეთხოვოს სს საქართველოს რკინიგზას ყველა საჭირო ღონისძიების გატარება, რათა ერთჯერადად უსასყიდლოდ მოემსახუროს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი 2600 ტონა დიზელის ტრანზიტს საქართველოს ტერიტორიაზე,"- ნათქვამია განკარგულებაში.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საქართველომ 5 დეკემბერს მიიღო თხოვნა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების რკინიგზის მეშვეობით, სომხეთში ტრანსპორტირების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადად მოხდეს ამ ნავთობპროდუქტების გატარება საფასურის გადახდის გარეშე.

არსებული მდგომარეობით, უშუალოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი არ ოპერირებს, შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის ტვირთების გატარება საქართველოს რკინიგზის ტრანზიტის მეშვეობით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები