სავარაუდოდ ირანიდან გამოშვებული რაკეტები და დრონები აზერბაიჯანის ნახიჩევანის ექსკლავში მდებარე აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა - ამის შესახებ Reuters-ს აზერბაიჯანის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.
გამოცემის ცნობით, ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი აზერბაიჯან-ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.
ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოები მიანიშნებს, რომ ირანმა შესაძლოა, აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე აეროპორტი სამიზნეში ამოიღო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებებს მომხდარი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიაც ავრცელებს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს ნათება და აფეთქებები აეროპორტის მიმდებარედ.
დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანი ან სამხრეთ კავკასიის ნებისმიერი სხვა ქვეყანა ჩაერთვება აშშ-ისრაელის ირანთან ომში, რომელიც უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს.
განახლება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის ტერიტორიიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობას, ხოლო მეორე - სოფელ შექერაბადში სკოლის შენობის სიახლოვეს დაეცა.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
"აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რეგიონში დაძაბულობის ზრდას ემსახურება.
აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მუჯთაბა დემირჩილუ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
💥 #BREAKING Missile strikes reportedly targeted the airport in Azerbaijan’s Nakhchivan Autonomous Republic, though authorities have not yet confirmed the reports. Information about the incident is still emerging. #IranWar
— The Caspian Post (@thecaspianpost) March 5, 2026
Officials are expected to provide updates as the… pic.twitter.com/8AOHvYJcEr




























