მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის ავიახაზების ჩამოგდების მიზეზი რუსული რაკეტა გახდა - Euronews

აზერბაიჯანი

Euronews-ი წერს, რომ წინასწარი გამოძიებით აზერბაიჯანის ავიახაზების ჩამოგდების მიზეზი რუსული რაკეტა გახდა.

გამოცემის წყაროს ცნობით, თვითმფრინავს რაკეტა გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს ესროლეს. რაკეტა თვითმფრინავის გვერდზე აფეთქდა და შრაპნელმა დააზიანა. სახელისუფლებო წყაროებმა Euronews-ს უთხრეს, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის აეროპორტებში დაჯდომის უფლება არ მისცეს, იმის მიუხედავად, რომ პილოტები საავარიო დაშვებას ითხოვდნენ. თვითმფრინავის ეკიპაჟს უბრძანეს კასპიის ზღვა გადაეფრინა და აქტაუში დამჯდარიყო.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიაკომპანიის თვითმფრინავი Embraer 190 ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. წინასწარი მონაცემებით, 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი.

.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები