მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტით ხორბალი და ქერი გაიგზავნება

ტვირთები

რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ტვირთის მორიგი ტრანზიტი განხორციელდება. Trend-ის ცნობით, 28 აგვისტოს 6 ვაგონით 420 ტონა ხორბალი და 4 ვაგონით 280 ტონა ქერი ბალაჯარის სადგურიდან ბეიუქ-ქესიკის სადგურის მიმართულებით გაიგზავნება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის ტრანზიტით 54 ათას ტონაზე მეტი მარცვლეული, დაახლოებით 9 ათასი ტონა სასუქი, 1414 ტონა პროპანი, 133 ტონა ალუმინი, 1114 ტონა ნახშირი და 334 ტონა მერქანი გაიგზავნა.

ამასთან, აქამდე აზერბაიჯანიდან სომხეთში დაახლოებით 15 ათასი ტონა დიზელის საწვავი, დაახლოებით 5 ათასი ტონა AI-92 და AI-95 მარკის ბენზინის ექსპორტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები