დღეს, აზერბაიჯანის მთელს ტერიტორიაზე, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებია.
ეს, აზერბაიჯანისთვის ისტორიული მნიშვნელობის დღეა, რადგან, არჩევნები აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ყარაბაღშიც ტარდება, სადაც 26 საარჩევნო უბანი აშენდა და ოფიციალური ბაქოს ცნობით ხმის მიცემის დაწყებამდე განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა.
არჩევნებში მონაწილეობას შვიდი კანდიდატი იღებს, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა სიაში ექვს მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
აზერბაიჯანში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა, შესაბამისად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის აპრილში უნდა გამართულიყო თუმცა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ.
ცნობისთვის,არჩევნებს 90 372 დამკვირვებელი აკვირდება. მათგან 790 საერთაშორისო დამკვირვებელია, რომლებიც 72 საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენენ. დამკვირვებლებს შორის არიან, საქართველოს წარმომადგენლების ცესკოს ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით.




























