მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანის საელჩოს თბილისში მიწის ნაკვეთი 49 წლით უსასყიდლოდ გადაეცა - განკარგულება

აზერბაიჯანის საელჩო

"ოცნების" მთავრობის განკარგულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მდებარე 69 კვადრატული მეტრის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით 49 წლის ვადით გადაეცა.

განკარგულება 18 ივლისით თარიღდება და დოკუმენტს ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტს ეყრდნობა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხმობა მიეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, განახორციელოს აღნიშნული უფლების გადაცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები