მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მოლაპარაკება დასრულდა - რაზე ისაუბრეს?

ალიევი
BM. GE
10.07.25 16:35
425

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია იყოს დღეს, აბუ-დაბიში სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრის მთავარი თემა.

ორ ქვეყანას შორის დაძაბული მრავალწლიანი ურთიერთობების ფონზე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეხვედრაში მესამე მხარე არ მონაწილეობდა. ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.

როგორც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში განაცხადეს, მხარეებმა საზღვრის დემილიტაციის პროცესი განიხილეს და მოლაპარაკებების გაგრძელების მზადყოფნა გამოხატეს. უწყებების ცნობით, ფაშინიანმა და ალიევმა სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ არსებული გამოწვევები მხოლოდ ამ გზით უნდა გადაიჭრას.

ორი ქვეყნის ლიდერებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს კონკრეტული, ხელშესახები შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. უცნობია ისიც, კიდევ როდის შეხვდებიან ერთმანეთს ორი ქვეყნის ლიდერები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები