მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანმა ერთ დღეში 100 000-ზე მეტი აცრა ჩაატარა

612b2d3b5402c
თამთა ჯიჯავაძე
29.08.21 11:10
2109
აზერბაიჯანში მხოლოდ 28 აგვისტოს 101 101 ადამიანი აიცრა. მათ შორის 60 650 ადამიანმა კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, ხოლო 40 451-მა - მეორე დოზა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა report-ი მთავრობის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ამ დრომდე საერთო ჯამში, აზერბაიჯანში 6,5 მლნ-ზე მეტი აცრა ჩატარდა. მათგან, დაახლოებით, 3,9 მლნ ადამიანი ერთი დოზით, ხოლო დაახლოებით, 2,6 მლნ ადამიანი ორივე დოზითაა აცრილი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში გამოიყენება ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და რუსული ვაქცინა Sputnik V.

აღსანიშნავია, რომ 28 აგვისტოს აზერბაიჯანში 4000-ზე მეტი ახალი კოვიდ-შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ქვეყანაში გამოვლენილია 414 000-მდე შემთხვევა. სულ ვირუსით გარდაცვლილია 5 512 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები