მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი გამოუყო - ზურაბ პატარაძე

5fc52f631572c
თამთა ჯიჯავაძე
30.11.20 21:42
2986
აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი უსასყიდლოდ გამოუყო. ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე აცხადებს.

"მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსული პანდემიის ფონზე და ბოლო პერიოდში, საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სრულად გადაწყდა კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ჟანგბადით მომარაგების საკითხი.

საქართველოს მთავრობის დავალების თანახმად, აღნიშნული საკითხის მოგვარებაში, აქტიურად არიან ჩართულნი საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები.

საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით, ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება. საელჩოს სურს მადლობა გადაუხადოს აზერბაიჯანულ კომპანიას Baku steel, რომელმაც უსასყიდლოდ გამოუყო საქართველოს კოვიდ-კლინიკებს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი და აგრეთვე, ამავე კომპანიამ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო აღნიშნული ტვირთის ტრანსპირტირება საქართველოში.

უნდა აღინიშნოს, რომ მთელს ამ შრომატევად პროცესში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა, შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა - ეკონომიკისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროებმა, რკინიგზის დეპარტამენტმა და საბაჟო კომიტეტმა.

ქართული და აზერბაიჯანული მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა არ შეიქმნას დეფიციტი საქართველოს ჯანდაცვის სექტორში კოვიდ-კლინიკების თხევადი სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით.

უახლოეს პერიოდში, იგეგმება თხევადი სამედიცინო ჟანგბადის შესაბამისი მარაგების მიწოდება აზერბაიჯანიდან საქართველოში, როგორც სახმელეთო გზით ასევე რკინიგზის საშუალებით", - წერს ზურაბ პატარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები