მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანმა საქართველოსთან სახმელეთო გადაზიდვების კვოტები გაზარდა

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანული სააგენტოს Report-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანი და საქართველო სახმელეთო ტრანსპორტისთვის ელექტრონული ნებართვების გაცემის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.

Report-ი აზერბაიჯანი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოზე (AYNA) დაყრდნობით წერს, რომ 8-9 აპრილს ბაქოში, საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის საკითხებზე აზერბაიჯანისა და საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

ახალი სისტემის იმპლემენტაციის დასაჩქარებლად და საჭირო სამუშაოების დასაწყებად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მაისიდან შეიქმნას ერთობლივი ტექნიკური სამუშაო ჯგუფი.

შეხვედრის განმავლობაში მხარეები შეთანხმდნენ 2026 წლისთვის დამატებითი კვოტების გაცვლაზე:

  • 10 000 დამატებითი ნებართვა ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვებისთვის.
  • 2 500 ნებართვა მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან გადაზიდვებისთვის.

სტატისტიკური ანალიზისა და ტვირთნაკადების ზრდის გათვალისწინებით, 2027 წლისთვის ნებართვების საწყისი წლიური კვოტა გაიზარდა:

  • ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვებისთვის -18%-ით (65 000-მდე).
  • მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან გადაზიდვებისთვის - 50%-ით (7 500-მდე).

სააგენტოს ცნობითვე, აზერბაიჯანმა ელექტრონული ნებართვების სისტემა უკვე წარმატებით დანერგა თურქეთთან, უზბეკეთთან და ყირგიზეთთან, ხოლო ყაზახეთთან მუშაობა დასკვნით ეტაპზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები