მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანში Lukoil-ის სადგურებზე საბანკო ბარათებით გადახდები დაიბლოკა

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით რუსული Lukoil-ის სადგურებზე საბანკო ბარათებით გადახდები დაიბლოკა და მომხმარებლებს საწვავის შეძენა ნაღდი ფულით უწევთ.

კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, ეს დროებითი ტექნიკური პრობლემაა, რომელიც უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოსწორდება.

როგორც მედია იტყობინება, შეზღუდვა აშშ-ის სანქციებთან არის დაკავშირებული და კვირის ბოლოს მოახლოებასთან, რომლის შემდეგაც Lukoil-ის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდვები ამოქმედდება, მათ შორის საბანკო ტრანზაქციების დონეზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები