მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანში NGO-ების საქმიანობის შეჩერება სასამართლოს გარეშეც გახდება შესაძლებელი

EPC-ის მე-8 სამიტი

აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) საქმიანობის შეჩერება შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც გახდეს შესაძლებელი. აზერბაიჯანული სააგენტოს APA-ს ინფორმაციით, ქვეყანაში საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალებისა და წარმომადგენლობების საქმიანობის შეჩერების ახალი წესი დგინდება.

აღნიშნული ცვლილება ასახულია კანონპროექტში, რომელიც „არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს.

მოქმედი წესით, მსგავს შემთხვევებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა და უცხოური NGO-ს ფილიალისა თუ წარმომადგენლობის საქმიანობის შეჩერება ერთ წლამდე ვადით მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.

ახალი კანონპროექტის თანახმად კი, კანონის დარღვევისას აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის ერთ წლამდე ვადით შეჩერების უფლებამოსილება შესაბამის აღმასრულებელ ორგანოსაც მიენიჭება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები