მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანში საქართველოდან იმპორტი შემცირდა, პირიქით კი გაიზარდა

5dbaa63b342f9
მიხეილ ხაჩიძე
31.10.19 16:10
1208
საქართველომ აზერბაიჯანიდან ცემენტის იმპორტი გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეზობელი ქვეყნის პრესის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ აზერბაიჯანიდან 318.993 ათასი ტონა ცემენტი წამოიღო, იმპორტირებული პროდუქციის მთლიანი ღირებულება 17,369 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, ცემენტის იმპორტის მოცულობა აზერბაიჯანიდან საქართველოში 32%-ით გაიზარდა.

აზერბაიჯანული მედია იტყობინება იმასაც, რომ საქართველოში აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტიც საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 40,907 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, წლიურ ჭრილში 33.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, როგორც ცნობილი ხდება, აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზმომარაგება 7%-ით გაიზარდა. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 1,211,248 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შემოიტანა აზერბაიჯანიდან, რაც 200.886 მილიონ აშშ დოლარი დაჯდა.

აღსანიშნავია, რომ თავის მხირვ, აზერბაიჯანმა საქართველოდან მედიკამენტებისა, სიგარეტისა და თამბაქოს პროდუქციის იმპორტი რადიკალურად შეამცირა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები