მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანთან ვაჭრობა იმპორტის ხარჯზე შემცირდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

6433d45f08254
ვიქტორია მღებრიშვილი
11.04.23 00:00
1610
2023 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი აზერბაიჯანი გახდა. იანვარ-თებერვალში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, 242 მილიონ 151 ათასი დოლარი შეადგინა. ამგვარად მეზობელმა ქვეყანამ მთლიან უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 8.4%-ით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აზერბაიჯანთან ვაჭრობა აღნიშნულ პერიოდში, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 2.7% შემცირდა.

ამასთან, საქართველომ აზერბაიჯანში სხვადასხვა საქონლის ექსპორტით 111 მილიონ 237 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20.5%-ით აღემატება. საექსპორტო ქვეყნებს შორის სომხეთის, რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ აზერბაიჯანს მეოთხე ადგილი უკავია.

მთავარი საექსპორტო საქონელი ამ პერიოდში მსუბუქი ავტომობილები იყო, რაც სრულად რეექსპორტს წარმოადგენდა. ამ საქონელმა აზერბაიჯანში გატანილი საქონლის 55.8% შეადგინა.

TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 62.1 მლნ დოლარი;
2. სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 4.1 მლნ დოლარი;
3. სატვირთო ავტომობილები - 4.1 მლნ დოლარი;
4. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 3.3 მლნ დოლარი;
5. ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 2.9 მლნ დოლარი;
6. ბამბა საფეიქრო მასალებისაგან - 2 მლნ დოლარი;
7. ალაოს ექსტრაქტი - 1.8 მლნ დოლარი;
8. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1.6 მლნ დოლარი;
9. ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - 1.6 მლნ დოლარი;
10. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო - 1.3 მლნ დოლარი.

გარდა ამისა საექსპორტო საქონელში გვხდება შაქრის დანამატებიანი მინერალური და დაგაზიანებული წყლები, პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, ცოცხალი შინაური ფრინველი, სატელეფონო აპარატები, ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა საქონელი.

საიმპორტო ბაზრებს შორის აზერბაიჯანი ასევე მეოთხე ადგილს 6.6%-იანი წილით იკავებს. იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან ამ მიმართულებით საქონლის შესაძენად 130 მილიონ 914 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 16.5%-ით ჩამორჩება.
მთავარი საიმპორტო საქონელი ამ პერიოდში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რაც იმპორტის 81.7%-ს შეადგენდა.

TOP-10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

1. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 107 მლნ დოლარი;
2. ცემენტი - 5.2 მლნ დოლარი;
3. ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - 2.3 მლნ დოლარი;
4. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1.8 მლნ დოლარი;
5. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 1.4 მლნ დოლარი;
6. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 838 ათასი დოლარი;
7. თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში - 835 ათასი დოლარი;
8. ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული - 703 ათასი დოლარი;
9. რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე - 487 ათასი დოლარი;
10. პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა - 486 ათასი დოლარი;

აღსანიშნია, რომ 2022 წელს აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვამ წლიურად 1 მილიარდ 314 მილიონ დოლარზე მეტი იყო. სავაჭრო პარტნიორებს შორის მეზობელი ქვეყანა 6.9%-იანი წილით მეოთხე ადგილს იკავებდა. გასული წლის განმავლობაში ექსპორტი იმპორტს აღემატებოდა 672 მლნ 628 ათას დოლარს შეადგენდა, ხოლო იმპორტი 642 მლნ დოლარზე მეტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები