2026 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირებული სატრანზიტო ტვირთის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და თითქმის 8 მილიონ ტონას გაუტოლდა. როგორც ირკვევა, ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ეს მონაცემები დსთ-ის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს ვიწრო ფორმატის შეხვედრაზე გააჟღერა.
სახელმწიფოს მეთაურის შეფასებით, დასახელებული ციფრები ადასტურებს, რომ აზერბაიჯანი რეგიონის ერთ-ერთ სატრანსპორტო კვანძად ყალიბდება. ქვეყნის ლიდერის განცხადებით, ოფიციალური ბაქო საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ მარშრუტებზე ტვირთბრუნვას თითოეული მიმართულებით 15 მილიონ ტონამდე გაზდის.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანი აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო დერეფნების გასწვრივ საიმედო სატრანზიტო გადაზიდვებს უზრუნველყოფს. მონაკვეთი, რომელსაც ის აკონტროლებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მთავარ სავაჭრო არტერიებად მიიჩნევა.
























