მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აზერბაიჯანული არმია NATO-ს სტანდარტებზე გადავა” - ალიევი

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები NATO-ს სტანდარტებზე გადასვლას იწყებს. როგორც ის განმარტავს, ჩატარდება სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი რეფორმა და ამ პროცესში აზერბაიჯანს დახმარებას თურქეთის შეიარაღებული ძალები გაუწევს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ალიევმა 6 ნოემბერს, ბაქოში, NATO-ს ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრისას გააჟღერა. როგორც მან განმარტა, ბოლო წლებში აზერბაიჯანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებული პარტნიორი გახდა და იგეგმება, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამასთან, ალიევმა თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესში დახმარებისთვის თურქეთს მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები