NEQSOL Holding-მა მსოფლიოში ტიტანის ნედლეულის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, უკრაინული სახელმწიფო კომპანია UMCC-Titanium-ი იყიდა.
აუქციონზე, რომელზეც კომპანია 96 მილიონ დოლარად გაიყიდა, ერთადერთი პრეტენდენტი აზერბაიჯანულ Neqsol Holding-ში შემავალი Cemin Ukraine იყო.
საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მყიდველს მოეთხოვება შეინარჩუნოს კომპანიის ძირითადი საქმიანობა, ასევე განახორციელოს 9.7 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დაფაროს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება, რომელიც მარტის ბოლოსთვის 14.8 მილიონ დოლარს შეადგენდა.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა სახელმწიფო ქონების პრივატიზებით ხაზინის შევსებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელი ბიზნესმენის, ნასიბ ჰასანოვის NEQSOL Holding-ი, რომელიც საერთაშორისო ჯგუფია და არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, ასევე ფლობს Vodafone-ს, უკრაინის სიდიდით მეორე მობილურ ოპერატორს. ჰოლდინგს საქართველოშიც აქვს აქტივები, კერძოდ გარიგების შედეგად, რომელიც დავის საგანი გახდა, “კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილის მფლობელია.