მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზღვევს თუ არა ბიზნესი ქონებას?

642acfc28b165
თათია ჩაფიჩაძე
03.04.23 23:00
620
"სადაზღვევო ასოციაციის" ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ქონების დაზღვევა ევროპასთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია. როგორც ხეჩინაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან ერთად მოცვა მზარდია, რასაც ხელს ერთი მხრივ საერთაშორისო აქტორების შემოსვლა, მეორე მხრივ კი საბანკო დაკრედიტება უწყობს.

„ქონების დაზღვევის მოცვა ჩვენთან დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია ვიდრე ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ 3-ჯერ უფრო დაუცველები ხანძრის, მიწისძვრის თუ სხვა მოვლენების დროს. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად რასაკვირველია მოცვა იზრდება, რაღაცეები ვითარდება და ამის გამომწვევია საერთაშორისო აქტორების შემოსვლა. ისინი მიჩვეულები არიან დაზღვეულ გარემოში მუშაობას ამიტომ მათი ქართული ბიზნესებიც შესაბამისად უკეთესად არის დაცული და მეორე თემა რომელსაც წინ მიჰყავს ქონების დაზღვევა, ეს არის საბანკო დაკრედიტება, სადაც კაპიტალიზება ხდება ამ აქტივის. კარგი მაგალითია ბრიტანეთი, სადაც არანაირი სავალდებულოობა არ არსებობს ქონების დაზღვევის, მაგრამ კერძო მფლობელობაში მქონე ქონების 90%-ზე მეტი არის დაზღვეული იმიტომ, რომ ის აქტიურად გამოიყენონ მფლობელების მიერ სწორედ ფულის გაბევრების თვალსაზრისით. აქვს ბინა, ჩადებს, კიდევ რაღაცას ააშენებს, ანუ კაპიტალიზება ხდება ამ აქტივის.

რაღაც დონეზე ეს თემა აქაც მუშაობს მათ შორის იმ ბუმმა რაც ჩვენთან არის ბინათმშენებლობის, ტურიზმის, გაქირავების და ა.შ. ეს ყველაფერი ისახება თავისთავად. ბანკთან როგორც კი გაქვს კავშირი მას აქვს ეს ნაწილი ჩადებული და ეს არის ბუნებრივი მიმდინარეობა, თუმცა ის არ გამოირჩევა ძალიან სწრაფი ზრდით.

მე ვფიქრობ, რომ დაზღვევის ყველაზე კარგი რეკლამა არის, ანაზღაურებული ზარალი. ამიტომ რაც მეტი იქნება ჩართული, მით მეტი ზარალი ანაზღაურდება, რაც უფრო სწრაფად და კომფორტულად ანაზღაურებული ადამიანები იქნებიან, მით უფრო მეტად დაინტერესდებიან ამ საკითხებით.“ - აღნიშნა ხეჩინაშვილმა.

გასული კვირის ბოლოს თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ვიდეო კადრებით, სასტუმროს ბოლო ორი სართული იწვოდა, ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით ცეცხლი მესამე სართულზე ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა, შედეგად დაიწვა ეს კონკრეტული, ასევე მის გვერდით არსებული ოთახები და დერეფანი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სრულად დაიწვა მეოთხე სართული, სადაც ლაუნჯ-ტერასა „მოზაიკო“ იყო განთავსებული.

რა ზარალი მიადგა სასტუმროს ხანძრის შედეგად ჯერ უცნობია, როგორც bmg-ის „ამბასადორი ჯგუფში“ უპასუხეს, ხანძრის შედეგად დაზიანებული ფართობის და ზარალის დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები