მთავრობამ 55 დევნილ ოჯახს საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში, უძრავი ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა.
ირაკლი კობახიძის ხელი მოაწერა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ 635-ე განკარგულებას. დოკუმენტის მიხედვით, უძრავი ქონების სახით დევნილებს გადაეცემათ, როგორც ბინები, ასევე მიწის ნაკვეთი. დევნილებს უძრავი ქონებები თბილისში, გარდაბანში, მცხეთაში, ქუთაისში, ახალციხეში, ბათუმში, ზუგდიდსა და სენაკში გადაეცათ.
განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად გაიწერა ის, რომ ქონების მიმღები ფიზიკური პირები ხელშეკრულების გაფორმებისთვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართებს, რომელიც მათ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოიპოვეს.
ამასთან, დევნილებს სახელმწიფოსგან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისაგან ან სხვა პირებისგან რაიმე სახის კომპენსაციის ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მოითხოვონ. შემძენს უძრავი ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა ქონების ეროვნული სააგენტოსგან აქვს მინიჭებული.
სახელმწიფოს მიერ დევნილებისთვის უძრავი ქონების გადაცემა სოცდაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში მათი გადამოწმების საფუძველს არ ქმნის.
მთავრობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს განკარგულების შესრულებისსთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელებას ავალებს.




























