მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზღვევს თუ არა ბიზნესი ქონებას?

BM.GE
03.04.23 12:46
223
გასული კვირის ბოლოს თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ვიდეო კადრებით, სასტუმროს ბოლო ორი სართული იწვოდა, ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით ცეცხლი მესამე სართულზე ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა, შედეგად დაიწვა ეს კონკრეტული, ასევე მის გვერდით არსებული ოთახები და დერეფანი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სრულად დაიწვა მეოთხე სართული, სადაც ლაუნჯ-ტერასა „მოზაიკო“ იყო განთავსებული.რა ზარალი მიადგა სასტუმროს ხანძრის შედეგად ჯერ უცნობია, როგორც ბმჯის „ამბასადორი ჯგუფში“ უპასუხეს, ხანძრის შედეგად დაზიანებული ფართობის და ზარალის დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება. ხანძრის, სტიქიური თუ ბუნებრივი უბედურების შედეგად დაზიანებული შენობების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვა რაც ჩნდება, ეხება იმას, იყო თუ არა ობიექტი დაზღვეული?

სტუმარი: დევი ხეჩინაშვილი - "სადაზღვევო ასოციაციის" ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები