მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზიის განვითარების ბანკი $200 მილიონს გამოყოფს კორონავირუსთან საბრძოლველად

5e6a209301289
ნათია თაქთაქიშვილი
12.03.20 15:53
792
აზიის განვითარების ბანკი $200 მილიონს გამოყოფს კორონავირუსთან საბრძოლველად. აღნიშნული თანხა გადაეცემათ კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან მედიკამენტების წარმოებასა და დისტრიბუციაში. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში წერია.

ADB-ის ფინანსური მხარდაჭერა კომერციულ ბანკებთან პარტნიორობით ხელმისაწვდომი გახდება აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების კომპანიებისთვის რამდენიმე კვირაში.

ADB-ი ყურადღებით აკვირდება COVID-19-ის გავლენას საფინანსო სექტორზე, რათა შეაფასოს, არის თუ არა დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის საჭიროება.

"ეს მხარდაჭერა მიზნად ისახავს იმ კომპანიების დახმარებას, რომლებიც ჩართულნი არიან კორონავირუსის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში. მხარს ვუჭერთ კომპანიებს, რომლებსაც სურთ გააძლიერონ წარმოება და შესაბამისად, გაზარდონ მიწოდება", – განაცხადა ADB–ს ვაჭრობისა და მიწოდების ქსელის ხელმძღვანელმა სტივენ ბეკმა.

აღსანიშნავია, რომ ADB-მა გასულ თვეს რამდენჯერმე უკვე გამოუყო ფინანსური რესურსი ჩინეთს: 7 თებერვალს COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად 2 მილიონი აშშ დოალრი, 26 თებერვლას - 2 მილიონი აშშ დოალრი, 18.6 მილიონი აშშ დოლარი გადაეცა კერძო სექტორს, მათ შორის ფარმაცევტულ კომპანია Pharmaceutical Group Co. Ltd.–ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები