მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზიის რეგიონში აშშ-ის ყოფნა აუცილებელია - იაპონიის პრემიერი

იშიბა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა აცხადებს, რომ მზად არის რთული მოლაპარაკებებისთვის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რათა მას აუხსნას და დააჯეროს, რომ აზიის რეგიონში აშშ-ის ყოფნა, განსაკუთრებით სამხედრო კონტექსტში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

იშიბას თქმით, იაპონიის ხელისუფლება შეშფოთებულია, რომ აშშ რეგიონიდან უკან დახევას
განიხილავს მაშინ, როდესაც ჩინეთის სამხედრო გავლენა მზარდია და ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას და თავისი ბირთვული პროგრამის განვითარებას.

იშიბამ აღნიშნა, რომ იაპონია ამჟამად ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაშია, რაც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და იაპონია-აშშ-ის ალიანსის განმტკიცებას მოითხოვს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკა იაპონიის ერთადერთი ხელშეკრულებითი მოკავშირეა. თუმცა, იაპონელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, ამ შეთანხმებას გადახედოს და აზიის რეგიონში სამხედრო გავლენა შეამციროს, რაც იაპონიას დაუცველს მდგომარეობაში დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები