მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზიის საფონდო ბაზრები ეცემა - იაპონური და ჰონკონგის ინდექსები მკვეთრად შემცირდა

იაპონური და ჩინური საფონდო ბირჟები

სამშაბათს, 3 მარტს, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის საფონდო ბაზრებზე კლება დაფიქსირდა. იაპონური და ჰონგ-კონგის ბირჟები ზედიზედ მეორე დღეა ვარდნას განაგრძობენ. იაპონიის Nikkei 225 ინდექსი 3.1%-ით შემცირდა და 56,279.05-იან ნიშნულზე ჩამოვიდა, ხოლო ჰონკონგის Hang Seng-ის ინდექსი 1.1%-ით დაეცა. ყველაზე დრამატული ვარდნა სამხრეთ კორეის KOSPI ინდექსმა განიცადა, რომელიც 7.2%-ით შემცირდა.

იაპონურ ბაზარზე ყველაზე დიდი დარტყმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Sumitomo Pharma-მ მიიღო, რომლის აქციები 19.1%-ით გაუფასურდა. ასევე მკვეთრი კლება დაფიქსირდა ტექნოლოგიურ კომპანია TDK-სა და ავტომწარმოებელ Mazda-ს აქციებზე. მათგან პირველმა 10.4%-იანი, ხოლო მეორემ, 9.3%-იანი ვარდნა დააფიქსირეს. სამაგიეროდ, ზრდა შეინიშნება ენერგეტიკულ სექტორში. Tokyo Gas-ის აქციები 2.2%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ჩინეთ, ჰონკონგის ბაზარზე ყველაზე მეტად ზარალი განახლებადი ენერგიის კომპანია Xinyi Solar-მ განიადა, რომლის აქციებიც 6.3%-ით შემცირდა. კლება შეეხო სამთო-მოპოვებით სექტორსა და ტელეკომუნიკაციებსაც. თუმცა, ნავთობისა და გაზის სექტორი აქაც ზრდას აჩვენებს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე - PetroChina-ს აქციები 5.0%-ით, CNOOC-ის კი 3.2%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები