მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Azimuth Airlines-ი არ იმყოფება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქცირებულთა სიაში - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

64628680e3047
BM.GE
15.05.23 22:55
778
ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ Azimuth Airlines-ის შესახებ არასწორად ინტერპრეტირებულ ინფორმაციას.

ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში (Specially Designated Nationals and Blocked Persons list (“SDN List”) and all other sanctions lists administered by OFAC) და აღნიშნულის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ოფიციალურ წყაროზე.

ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატში (AOC) ფიქსირდება, როგორც Joint-Stock Company “AZIMUTH AIRLINES”, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ სანქცირებულთა სიაში მოძიებული კომპანია არის „AZIMUT LLC“-ი, რომელიც წარმოადგენს საჰაერო ნავიგაციისა და საინფორმაციო სისტემების მიმწოდებელ კომპანიას“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები