მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

646339219ecf2
BM.GE
16.05.23 12:03
756
რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო მას შემდეგ, რაც კომპანიის მიერ საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩამონათვალში ცალკე სახელმწიფოებად ყოფნამ პროტესტი გამოიწვია.

შეგახსენებთ, „აზიმუტმა“ უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები