მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მოცულობა შემცირდა, ფასი კი გაიზარდა - სად ვყიდით?

აზოტოვანი სასუქები

წელს საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მოცულობამ იკლო, თუმცა ექსპორტით მიღებული შემოსავალი მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, აზოტოვანი სასუქები ქვეყნისთვის მეათე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. 2026 წლის იანვარ-ივლისში საზღვარგარეთ 100.4 მლნ დოლარის 254 968 ტონა პროდუქტი გაიგზავნა, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 82 მლნ დოლარის 271 313 ტონა იყო.

შესაბამისად, ექსპორტი თანხობრივად 22.5%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 6%-ით არის შემცირებული, რაც მეტყველებს, რომ 2026 წელს პროდუქციაზე საშუალო საექსპორტო ფასი უფრო მაღალი იყო. ეს, თავის მხრივ, გლობალურ ტენდენციას უკავშირდება, რამდენადაც წელს აზოტოვანი სასუქების საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტი უკრაინაში განხორციელდა, რომელსაც პერუ და ინდოეთი მოსდევს.

ქვეყანა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მოცულობა (ტონა) ღირებულება (მლნ $)
1 უკრაინა 58 616.6 19.54
2 პერუ 51 880 22.46
3 ინდოეთი 29 050 9.22
4 განა 21 197.3 10.89
5 კოლუმბია 16 620 8.82
6 სომხეთი 13 530.7 5.24
7 ესპანეთი 8 800 3.21
8 ტანზანია 8 518.8 3.00
9 ნამიბია 7 600 3.17
10 იტალია 6 600 1.93

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები