მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო - „უსაფრთხოდაა 100-ზე მეტი უკრაინელი“

626ea1f43b229
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.22 19:04
1943
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროსთან თანამშრომლობით, მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის ბუნკერებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების საევაკუაციო ოპერაციის დაწყებას ადასტურებს. ინფორმაციას ქვეყნის პირველი პირი Twitter-ში ავრცელებს.

„აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. 100 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი უკვე გადადის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადის. ხვალ მათ ზაპოროჟიეში დავხვდებით.

მადლობა ჩვენს გუნდს! ამ დროისთვის ისინი გაეროს წარმომადგენლებთან ერთად ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეების ევაკუაციაზე მუშაობენ“, - წერს ზელენსკი.

რამდენიმე წუთის წინ ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ Telegram-ით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის და უკრაინის ვიცე პრემიერი და რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშუკი ასევე „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციის დაწყებას ადასტურებენ. მათი თქმით, 2 კვირის წინ ეს შეუძლებლად ჩანდა, თუმცა ახლა ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. „შემიძლია ვთქვა, რომ ახლა 100-ზე მეტი უკრაინელი - ბავშვები, ქალები და უფროსი თაობის წარმომადგენლები, უსაფრთხოდაა. ამით უკრაინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ის თავის მოქალაქეებს არ ტოვებს“, - აცხადებს არახამია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები