მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაჩიაშვილი ივანიშვილს არწმუნებდა, რომ Credit Suisse-ის მიერ მისი მილიონების დაკარგვასთან აშშ-ს კავშირი არ აქვს - რობერტ ამსტერდამი

ივანიშვილი

ამერიკელი იურისტი, რობერტ ამსტერდამი, რომელიც ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, თაღლითობაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის უფლებებს იცავს, აქვეყნებს ნაშრომს მისი კლიენტის წინააღმდეგ არსებული დავის დეტალების, ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის საქმიანი ურთიერთობების, საქართველოს საგარეო კურსის და სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ.

რობერტ ამსტერდამი აღნიშნავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მრჩეველი იყო ივანიშვილს არწმუნებდა, რომ Credit Suisse-ის მიერ ივანიშვილის დეპოზიტის დაკარგვასთან აშშ-ს კავშირი არ ჰქონდა. ამის მთავარ არგუმენტად კი ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის მოჰყავდა ის მტკიცებულებები, რომ Credit Suisse-ში ივანიშვილის მილიარდიანი დეპოზიტიდან, არაავტორიზებული და თაღლითური ოპერაციების განხორციელება დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტდა. ამასთან, თავად გიორგი ბაჩიაშვილი მთელი 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა იურისდიქციაში ივანიშვილის ადვოკატების კოორდინირებისთვის მუშაობდა, რათა აღნიშნული დავები წარმატებით დასრულებულიყო, თუმცა რობერტ ამსტერდამის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი მომხდარის უკან საგარეო ჩარევის კვალს ხედავდა და ამას ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირებდა. რობერტ ამსტერდამი აღწერს, რომ ივანიშვილს პარანოია ამოძრავებს.

„2022 წელს, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა, რომელიც მიჩნეულია ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრად და მის არაოფიციალურ სპიკერად, დაიწყო გავრცელება ისეთი მესიჯების, თითქოს დასავლეთს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა სურს, ხოლო Credit Suisse-ის თაღლითობა წარმოადგენდა შანტაჟის კამპანიის ნაწილს, რომელიც თითქოს ივანიშვილს აიძულებდა მოეხდინა ვაშინგტონის ზეწოლის ქვეშ მოქცეულიყო და მეორე ფრონტი გაეხსნა და მოსკოვის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტში ჩართულიყო. ანალოგიური კონსპირაციის თეორია იქნა გაჟღერებული "ქართული ოცნების" წევრების მხრიდანაც.

ივანიშვილთან სხვადასხვა კომუნიკაციისას გიორგი ბაჩიაშვილი შეეცადა გადაერწმუნებინა მსგავსი ილუზიისგან, ის მიუთითებდა, რომ თაღლითურ სქემას Credit Suisse-ში ჰქონდა წარსული იქამდეც, სანამ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტდა. ამასთან, ბაჩიაშვილს ჰქონდა პოზიცია, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება რომელიც მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს რაიმე შეხება „კრედიტ სუისის“ თაღლითობასთან, თანაც აღნიშნული დავები ნელა, მაგრამ მტკიცედ გამარჯვებისკენ მიემართებოდნენ. ეს საღი აზრის რჩევები ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან არ იყო დადებითად მიღებული და აღქმული მათ თვალში ბაჩიაშვილი თანდათან იქცა არალოიალურ, პოტენციურად დასავლეთის აგენტად. ამავდროულად, ბაჩიაშვილი ხშირად მოგზაურობდა დასავლეთში, მათ შორის აშშ-შიც, რაც კონსპირაციის თეორიებს კიდევ უფრო მეტად აძლიერებდა. ეს კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რადგანაც ბაჩიაშვილმა სოციალურ მედიაში დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ომის მიმართ, რასაც დამატებით ანტაგონისტური ქცევა მოჰყვა ივანიშვილის მხრიდან. უკრაინის მიმართ ბაჩიაშვილის მხარდაჭერა, მაშინ როდესაც ივანიშვილის პარტია მტკიცე პოზიციას ატარებდა რუსეთისთვის დამოუკიდებელი სანქციების არ დაწესების შესახებ, სავარაუდოდ იყო საბოლოო მტკიცებულება ივანიშვილისთვის, რათა მას დაესკვნა, რომ ბაჩიაშვილის პროდასავლური ხედვა, ამასთანავე როგორც წარმატებული ინვესტორის, ფინანსური შესაძლებლობები შესაძლოა, გამხდარიყო მისი რეჟიმისთვის პოლიტიკური საფრთხე“, - აღნიშნულია რობერტ ამსტერდამის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

2023 წლის ზაფხულში ივანიშვილის ჩვენების საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილს თაღლითობისთვის ბრალი წარუდგინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები