მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაჩიაშვილი ცდილობს, მისი დანაშაული პოლიტიკური მოტივებით შეფუთოს - კახა კალაძე

ბაჩიაშვილი კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პოლიტიკური შეფერილობის მიცემას ცდილობს.

„ის იყენებს არსებულ სიტუაციას და მაქსიმალურად ცდილობს, პოლიტიკური მოტივებით იყოს შეფუთული მისი კონკრეტული დანაშაული. დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ პრობლემები, რაც იკვეთება, ხელის გულზე დევს. არაერთი განცხადება გაკეთდა პროკურატურის მხრიდან და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი,“ – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილის ჩამოყვანა უცხო ქვეყნიდან მოხდა და არც მოტაცებას, არც გატაცებას ადგილი არ ჰქონია. „არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი. მისი ჩამოყვანა მოხდა უცხო ქვეყნიდან. რისი გამოძიება უნდა დაიწყოს? ფაქტი არ ყოფილა. ჩვეულებრივი სისულელეა [მოტაცება],“ – აღნიშნა კალაძემ.

კალაძემ ასევე კომენტარი გააკეთა ბაჩიაშვილის ციხეში მომხდარ ცემის ფაქტზე

„ძალიან მძიმეა, როდესაც დანაშაულის მქონე ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან. უნდა მოხდეს გამოძიება. პენიტენციურმა გააკეთა განმარტებები, მეტი არაფერი მეთქმის – დაველოდოთ დეტალებს.“

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლო განაჩენს დღეს 12 აგვისტოს, გამოაცხადებს. საქმე უკავშირდება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები