მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაჩიაშვილს დღეს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოჰკითხავენ

ბაჩიაშვილი

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს დღეს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოჰკითხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას IPN ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბაჩიაშვილთან გამომძიებელი რამდენიმე წუთში შევა. საქმე ეხება ბაჩიაშვილის მისივე საკანში ცემას. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გამოკითხვას მისი ადვოკატებიც დაესწრებიან.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა. წერილი გაავრცელა თავად ბაჩიაშვილმაც, სადაც წერდა, რომ 11 ივლისს ციხეში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ბაჩიაშვილის თანახმად, თავდასხმამდე 3 დღით ადრე 8 ივლისს, დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა ის ცალკე დაიბარა და „მეგობრულად ურჩია“, ბიძინა ივანიშვილს მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტობირჟების ბრუნვები და სხვა ფინანსური მონაცემები მიეწოდებინა.

მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება უკვე განხორციელდა ფაქტი კი 2 მსჯავრდებულს შორის დაპირისპირებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები