მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

ბაგი
28.03.24 12:45
677

BAG ინდექსის პირველი კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 43.3 ქულა შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია გასულ კვარტალთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ.

მიმდინარე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, მრეწველობის სექტორის გარდა, სადაც შესაბამისი მაჩვენებელი 18.2 ქულით არის შემცირებული წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით. აღნიშნული შეფასება, განპირობებულია ამავე სექტორში დაფიქსირებული პესიმისტური მოლოდინით გაყიდვების მიმართულებით.

უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად, კვლევის ანგარიშში ასევე განხილულია, კომპანიებში დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიების 48%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, სადაც სექტორებს შორის, ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა, კერძოდ სექტორში გამოკითხული კომპანიების 61%-მა გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება მიმდინარე კვარტალში.

საგულისხმოა ასევე, რომ გამოკითხულთა 87%-ის განცხადებით, აღნიშნული სახელფასო ზრდა 0-20%-იან შუალედში დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს ყოველკვარტალურად.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები