მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BAG ინდექსი: კომპანიების უმრავლესობა მომდევნო 6 თვეში დოლართან მიმართებით ლარის კურსის ცვლილებას არ ელის

ვალუტის კურსი

BAG ინდექსის მიხედვით, I კვარტალში გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა - 46%, მომავალ 6 თვეში დოლართან მიმართებით ლარის კურსის ცვლილებას არ ელის.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული BAG ინდექსის მიხედვით, იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გაუფასურებას ელიან 42%-ია, ხოლო მათი, ვინც გამყარებას მოელის - 12%.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის I კვარტალში 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას არ ელიან, ხოლო 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი აქვთ.

ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებში ლარის კურსი კვლავ პირველ ადგილს იკავებს - BAG ინდექსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები