მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG ინდექსი: „ლარის გამყარების მსგავსი მოლოდინი პანდემიამდელ პერიოდშიც არ დაფიქსირებულა“

60c9e8b84c0fa
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.21 23:00
1340
„ლარის გამყარების მსგავსი მოლოდინი პანდემიამდელ პერიოდშიც არ დაფიქსირებულა“ - ამის შესახებ BAG ინდექსშია აღნიშნული, სადაც კომპანიების მიერ ლარის გამყარების პროგნოზები I კვარტალთან შედარებით უფრო პოზიტიურია.

მიუხედავად ამისა, მომდევნო 6 თვეში ეროვნული ვალუტის გაუფასურების მოლოდინი გამოკითხვაში ჩართული კომპანიების 49%-ს აქვს, გამყარების - 22%-ს, ხოლო კომპანიების 29% მიიჩნევს რომ ლარის კურსი არ შეიცვლება.

„რესპონდენტების მოლოდინი აპრილის თვეში ლარის აშშ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსის ნახტომისებური გაუფასურების შემდეგ დაწყებული მკვეთრი გამყარების ტენდენციის შესაბამისია. მიუხედავად ბოლოდროინდელი ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებისა, მხოლოდ 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და კვლავ მაღალი რჩება იმ კომპანიათა წილი (49%), რომლებსაც მომდევნო 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი აქვთ“, - აღნიშნულია ბიზნესის კლიმატის ინდექსში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები