მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის და „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ ღია დისკუსიის მთავარი თემა პერსონალური მონაცემების გამოყენება იყო

ნოდია, ურუმაშვილი და პარტნირები
24.07.24 14:25
154

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ინიციატივითა და იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მხარდაჭერით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ განახლებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო სიახლეების გაცნობის პარალელურად, დარგის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ისეთ პრობლემატურ საკითხები განიხილეს, როგორიცაა დამუშავების მიზნისა და საფუძვლების განსაზღვრა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება და საერთაშორისო გადაცემის შემთხვევები.

შეხვედრისას განხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბიზნეს ოპერატორები აღმოჩნდნენ განახლებული კანონმდებლობის პირობებში და მათთან გამკლავების გზები, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის ჭრილში.

„2024 წლის პირველი მარტიდან ბიზნესი ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან პრინციპების დონეზე შეიცვალა პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხები. აღნიშნულმა ცვლილებებმა და მიდგომამ, რომ მონაცემთა სუბიექტს უნდა გააჩნდეს თავის მონაცემზე სრული კონტროლი, ხოლო მონაცემთა დამმუშავებლები პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ მონაცემთა სუბიექტების პრეფერენციებს, ბევრი სირთულე წარმოშვა. მეტად სენსიტიური აღმოჩნდა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავება და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის შემთხვევები. მსგავსი ხასიათის შეხვედრები, მართალია სრულად ვერ ამოწურავს აღნიშნული საკითხებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ბიზნესის გამოწვევების, საერთო ხედვებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გარდამავალ პერიოდში, მაშინ, როდესაც კანონი და მისი აღსრულება პირველ ნაბიჯებს დგას, დიალოგის რეჟიმში ხელი შევუწყოთ სწორი პრაქტიკის განვითარებას და მეტი მიმღებლობა გამოვიჩინოთ იმ საკითხების მიმართ, რომელიც არა მხოლოდ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს გვეხება, არამედ ჩვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტებსაც გვაინტერესებს.“ – „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ კონკურენციის, კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების მიმართულების დირექტორი თამთა მარგველაშვილი.

„პერსონალური მონაცემების დამუშავება და მათი გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია ბიზნეს ოპერატორებისთვის, ვინაიდან აღნიშნული დიდ გავლენას ახდენს კომპანიების გაყიდვებსა და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების პროცესზე. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხთან და ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ამოქმედდა, არაერთი შეხვედრა გამართა პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურთან, სადაც ჩვენმა წევრმა კომპანიებმა საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს სამსახურის წარმომადგენლებისგან. თუმცა კანონის ამოქმედებასთან ერთად გაიზარდა იმ პრაქტიკული საკითხების რაოდენობა, რომელიც ბიზნეს ოპერატორებისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს, შესაბამისად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს წევრ კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებს“, რომელთან ერთადაც დღეს საკმაოდ ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები