BAG ინდექსის მესამე კვარტალის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 43.9 ქულა შეადგინა, რაც გაზრდილი მაჩვენებელია როგორც წინა, ასევე გასულ კვარტალებთან შედარებით. დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ.
მიმდინარე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, მშენებლობის სექტორის გარდა. აღნიშნულ სექტორში, მაჩვენებელი 18.2 ქულით არის შემცირებული წინა კვარტალის მონაცემთან შედარებით, რაც სავარაუდოდ, მეორე კვარტალში დასაქმების მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური მოლოდინით არის განპირობებული, რომელიც მესამე კვარტალში არ გამართლდა.
შემცირება გამოწვეულია კადრების გადინებით, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ საკადრო დეფიციტს. კვლევის თანახმად, კომპანიებში დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც გაიზარდა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიების 35%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც უმეტესად ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირდა.
სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი.