მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის ინდექსით 2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს კლიმატი  გაუარესდა

BAG Index

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ PMCG კვლევით ცენტრთან ერთად BAG ინდექსი გამოაქვეყნა.

მონაცემების მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 4.5 ქულით გაუარესდა. აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა 6.1 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუარესდა 2.8 ქულით.

2023 წლის IV კვარტლის შედეგები ასევე გაუარესებულია 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, როდესაც BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 44.4-ს, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 37.6-ს, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის ქულა 51.4-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის I კვარტლიდან BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი დადებითია და 2023 წლის III კვარტლამდე უმჯობესდებოდა (ზრდადი ტენდენციის შემდეგ, 2023 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესებულია).

ასევე, 2023 წლის IV კვარტალში, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. 2023 წლის IV კვარტალში, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 44.0 ქულა შეადგინა, მათ შორის, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი 37.5, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი 50.7 ქულაა.

ინფორმაციისთვის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს2. კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტლებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტლისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები