გასული კვირის მიწურულს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთ წევრ კომპანიას ესტუმრა. BAG-ის წარმომადგენლები ამჯერად საერთაშორისო გადამზიდავ კომპანია Kairos logistics-ში იმყოფებოდნენ, სადაც კომპანიის სამუშაო პროცესისა და მიღწეული შედეგების გაცნობის კვალდაკვალ, გასულ წელს გახსნილი ლოგისტიკური ცენტრიც მოინახულეს. კაიროს ლოგისტიკსისა და ბიზნეს ასოციაციის პარტნიორობა უკვე 2 წელს ითვლის და ახლა სიუჟეტიდან მოგიყვებით, როგორ ამ თანამშრომლობისგან მიღებულ ეფექტიან შედეგებზე, ისე კომპანიის განვითარების ისტორიაზე, რომელმაც უკვე მე-13 წლის ათვლა დაიწყო.