თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სააგენტოს ხელმძღვანელად კახა აბულაძე დაინიშნა. ინფორმაციას ადასტურებენ თბილისის მერიაში. აბულაძე ამ დრომდე კულტურის სამინისტროში მუშაობდა.
კახა აბულაძემდე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს გოგი ჩიქოვანი იკავებდა. ის ამჟამად მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელია.