ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 21 ივნისს მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება და მიზეზად პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
"ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 21 ივნისს, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო შეწყვეტს მგზავრთა მიღებას. საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში მომსახურებას 22 ივნისს განაახლებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - წერია მერიის განცხადებაში.




























