მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთი
11.04.25 10:25
490

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, დაურეგისტრირებელი თვითნაკეთი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახეობის 5 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

„სამართალდარღვევის პრევენციის და აღკვეთის მიზნით, ჩვენი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას აქტიურად ახორციელებენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი საამქრო გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები