მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაღდათში ნაპოვნია 8 პირის ცხედარი - მეწყერში მოყოლილ ერთ ადამიანს კვლავ ეძებენ

მაშველი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ საძიებო სამუშაოებს.

შსს-ის ცნობით, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები