ბოლო რამდენიმე კვირაა პარიზი და საფრანგეთის სხვა ქალაქები ბაღლინჯოების მასობრივ შემოსევას ებრძვის. როგორც ფრანგული მედიები იუწყებიან მწერმა როგორც სასტუმროებში, რესტორნებსა თუ კინოთეატრებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შეაღწია. სწორედ ამ პრობლემის გამო მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილებაზე უარიც თქვა თუმცა, როგორც საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი განმარტავს ჯერჯერობით სიტუაცია სრულად კონტროლდება და ამ ეტაპზე პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. რას უკავშირებენ საფრანგეთში ბაღლინჯოების რაოდენობის ასეთ მკვეთრ ზრდას და საფრთხის თავიდან არიდებისთვის, რა რჩევებს აძლევენ მოსახლეობას პარაზიტოლოგები და მიკრობიოლოგები?