მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაიდენი 150 ათას მოქალაქეს სტუდენტურ სესხს ჩამოაწერს

აშშ

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია 150 ათასზე მეტ მოქალაქეს სტუდენტურ ვალს გაუუქმებს. როგორც Reuters-ი იტყობინება, პრიორიტეტი მიენიჭებათ შშმ პირებს, საჯარო მოხელეებს და მათ, ვინც თაღლითობაში ბრალდებულ უნივერსიტეტებში ჩააბარეს.

ბაიდენის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ სტუდენტური სესხები ჯამში 5 მილიონზე მეტ მსესხებელს გაუუქმა.

პრეზიდენტის განცხადების თანახმად, ვალი ჩამოეწერება 6 100 საჯარო მოხელეს, 61 000 შშმ პირს და 85 000 ისეთ უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირს, რომლებიც “თაღლითობდნენ და სტუდენტებს ატყუებდნენ”.

ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ის მოქალაქეებს, ჯამურად, $183.6 მილიარდის სტუდენტური სესხები გაუუქმა. ქვეყნის განათლების დეპარტამენტის ინფორმაციით, “შეწყალების ბოლო რაუნდი” $4.2 მილიარდს უტოლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები