სხვადასხვა მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ალასკაზე ნავთობის მოპოვების სადავო პროექტი დაამტკიცა. საუბარია Willow-ს პროექტზე, რომელსაც გარემოს დამცველები აპროტესტებენ.
განხორციელების შემთხვევაში 8-მილიარდ დოლარიანი პროექტი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე მსხვილი ნავთობროექტი იქნება. კერძოდ, ისინი წუხან, რომ პროექტს ნეგატიური გავლენა ექნება ველურ ბუნებაზე. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, TikTok-ზე პროექტის საწინააღმდეგო კამპანია #stopwillow-ს სახელწოდებით დაიწყო.
მოსალოდნელია, რომ პროექტის შესახებ ბაიდენის ადმინისტრაცია ოფიციალურად მომდევნო კვირაში განაცხადებს. კომპანია ConocoPhillips, რომელმაც პროექტი უნდა განახორციელოს, რეგიონის გაზრდილ შემოსავლებსა და იმ ეკონომიკურ სარგებელზე აკეთებს აქცენტს, რასაც ეს პროექტი ალასკას მოუტანს. ალასკაზე მოქმედი სავჭრო კავშირები ასევე სთხოვენ მთავრობას, მხარი დაუჭირონ ამ პროექტს და ისინიც ეკონომიკურ სარგებელზე მიუთითებენ.