აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, შვიდი რეგიონული “წყალბადის ჰაბისთვის” $7 მლრდ-ის ოდენობის ფედერალურ დაფინანსებას გამოიყოფა.
წყალბადი დედამიწაზე არსებული ყველაზე მარტივი ელემენტია, რომელიც ჭარბადაა ხელმისაწვდომი. ბუნებრივი ფორმის გარდა, წყალბადის წარმოება ბუნებრივი აირისგანაც შეიძლება, რა პროცესსაც “მეთანის რეფორმირება” ეწოდება.
წყალბადს, ამჟამად, სხვადასხვა ინდუსტრიულ პროცესში, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში, სასუქის დასამზადებლად იყენებენ. თუმცა ვინაიდან წყალბადის წვის პროცესი ნახშირბადის ემისიების გამოყოფას არ იწვევს, მისი დიდი ოდენობით წარმოება ბაიდენის ადმინისტრაციის მწვანე სტრატეგიის ნაწილია.
წყალბადის საწვავი სათბურის აირების ემისიებს ტრანსპორტირებისა და თვითმფრინავით მგზავრობის ინდუსტრიებში შეამცირებს. გარდა ამისა, წყალბადი ქარისა და მზის განახლებადი ენერგიების შესანახ საწყობადაც გამოიყენება.
წყალბადის ჰაბები ამერიკის 16 შტატში, იმ რეგიონებში გადანაწილდება, რომლებსაც აშშ-ში წყალბადის ინდუსტრიის ზრდა-განვითარების პოტენციალი ყველაზე მეტად აქვთ. ჰაბი არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დაწესებულებას, არამედ ერთმანეთთან ჯაჭვურად დაკავშირებულ სხვადასხვა ობიექტს მოიცავს, რომლებიც წყალბადის ეკონომიკის განვითარებაზე ერთად იზრუნებენ.
ოფიციალური პირების თქმით, $7 მლრდ-იანი ფედერალური დაფინანსება, საბოლოოდ, კერძო სექტორში $43 მლრდ-ის ინვესტიციას მოიზიდავს.