აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაცია, ადგილობრივი სასუქის წარმოებისა და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის $207 მილიონს გამოყოფს. როგორც ქვეყნის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, აღნიშნული ინვესტიცია ფერმერებისათვის მიმწოდებლების კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების საოპერაციო ხარჯების შემცირებას მოხმარდება.
კერძოდ, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა $50 მილიონიანი გრანტი “სასუქის წარმოების ზრდის პროგრამის” ფარგლებში 7 შტატში მიმდინარე 7 სხვადასხვა პროექტისთვის გამოყო. პროგრამის მიზანი აშშ-ში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სასუქის წარმოებისთვის ხელშეწყობაა. გრანტი ნებრასკაში სრულად ავტომატიზებული სასასუქე მეურნეობის მოწყობას მოხმარდება.
დარჩენილი $157 მილიონი კი 42 შტატის მასშტაბით 675 პროექტს, “ენერგეტიკა ამერიკის სოფლის მეურნეობისთვის” პროგრამის ფარგლებში მოხმარდება.
განახლებადი ენერგიების გამომუშავებისთვის გამოყოფილი გრანტი მზის პანელებისა და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.




























