მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაიდენის მიერ რუსეთზე დაწესებულ ბოლო სანქციებს ტრამპი კონგრესის გარეშე ვერ გააუქმებს

დონალდ ტრამპი

რუსეთის ფედერაციის საფინანსო, ენერგეტიკული და სამხედრო ინდუსტრიისთვის ბაიდენის მიერ დაწესებული უკანასკნელი სანქციების პაკეტი, რომელიც 15 იანვრით თარიღდება, მოიცავს ჩანაწერს, რომ მისი შებრუნება კონგრესის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება. ეს კი თავის მხრივ, აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ართმევს შესაძლებლობას საკუთარი ნება-სურვილით სანქცირებულთა შორის არსებულ კომპანიებსა და პირებს სანქციები მოუხსნას.

15 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს სანქციები კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, აწარმოოს ომი და ხელს შეუშლის სანქციების თავიდან აცილებას. ამ მიზნით, სანქციები შეეხო 150-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიას, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში და მხარს უჭერენ მის სამხედრო ინდუსტრიულ ბაზას.

ვაშინგტონის ახალი სანქციები ეხება მათ შორის რუსულ ბანკებსა და კომპანიებზე, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში.

ბლინკენის თანახმად, ის მოიცავს ათობით კომპანიას რუსეთის ფარგლებს გარეთ, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ სანქციებისგან თავის არიდებას, განსაკუთრებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელიც რჩება რუსეთისთვის კრიტიკული თავდაცვასთან დაკავშირებული საქონლის უმსხვილეს მიმწოდებლად. ასევე, მიემართება სახელმწიფო ატომური ენერგიის კორპორაცია როსტომის შვილობილი კომპანიებს.

ვაშინგტონმა ასევე მიიღო ზომები სანქციების თავიდან აცილების სქემის წინააღმდეგ, რომელიც შეიქმნა რუსეთს, ჩინეთს და ყირგიზეთში დაფუძნებულ ფინანსურ ინსტიტუტს, Keremet Bank-ს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები