აშშ-ის სპეციალური კომისია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო NATO–ს არაწევრ მთავარ პარტნიორებად აღიაროს – ამ ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.
ჰელსინკის კომისია აშშ–ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტოა და ევროპაში ადამიანების უფლებების დაცვასა და უსაფრთხოებაზე მუშაობს. რუსეთ–უკრაინის ომის პარალელურად სწორედ ისინი მოუწოდებენ აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გააძლიეროს თავდაცვით ურთიერთობები უკრაინასთან. კომისია სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ითხოვს კიევისთვის რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. მთავარი მოთხოვნა კი საქართველოსა და უკრიანისთვის სპეციალური სტატუსის MNNA–ს მინიჭებაა, რომელიც ასე იშიფრება: მთავარი მოკავშირე NATO–ს ფარგლებს გარეთ. კომისია აშშ–ის ასევე მოუწოდებს, გააძლიეროს ორივე ქვეყნის მხადაჭერა NATO–ში გაწევრიანებისთვის. კომისიაში აცხადებენ, რომ აშშ–ის ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის გარეშე - საქართველო და უკრაინა გახდნენ NATO–ს წევრები, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააძლიერებს თავის ნეოკოლონიალური დღის წესრიგით საქმიანობას ევროპაში.
MNNA სტატუსია, რომელსაც აშშ–ის ხელისუფლება ანიჭებს ამა თუ იმ ქვეყანას, რომელიც NATO–ს წევრი არ არის. ეს არის სიგნალი, რომ ქვეყანას ძლიერი კავშირები აქვს აშშ–სთან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სტატუსის მქონე ქვეყნისთვის "საერთო თავდაცვის პაქტი" არ მოქმედებს, ამ სტატუსის მქონე ქვეყნებს გარკვეული პრივილეგიები გააჩნიათ, რომელიც მოიცავს სამხედრო და ფინანსურ დახმარებებს – აღჭურვისა და წვრთნის ბევრად უფრო დიდ შესაძლებლობებს.
MNNA სტატუსი აქვთ: ავღანეთს, არგენტინას, ავსტრალიას, ბაჰრეინს, ისრაელს, ბრაზილიას, იაპონიას, კორეას, პაკისტანს და ა.შ.




























